მეცადინეობა დავიწყეთ გავლილი მასალის გამეორებით. გადავამოწმეთ შესრულებული სასწავლო პროექტის გეგმა. შევქმენით ფასილიტაციის ნიმუში, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება პროექტზე მუშაობისას. გადავხედეთ პროექტის პორტფოლიოს და განვახორციელეთ მისი ატვირთვა ბლოგზე. ვისწავლეთ დრაივში საქაღალდის ატვირთვა, მისამართის მინიჭება და მისი გადატანა ბლოგზე.
საინტერესო და საჭირო პროექტია, გისურვებთ წარმატებებს.
ReplyDeleteქალბატონო მარინე, მომეწონა თქვენი პროექტის თემა და მიზანი. წყალი, როგორც სიცოცხლის გარანტია- დაკავშირებულია სასმელი წყლის ვარგისინობის საკითხთან, რაც ხშირად ეჭვქვეშ დგება. პოექტის ფარგლებში გათვალისწინებული გაქვთ კვლევა, რაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვები თავად ატარებენ მარტივ ცდებსა და ტესტებს და უკეთ ეცნობიან წლის მნიშვნელობას ადამიანის ცხოვრებაში. წარმატებას გისურვებთ პროექტის განხორციელებაში.
ReplyDelete