Tuesday, July 11, 2017

ტრენინგის მე-9 დღე

ტრენინგი დავიწყეთ გავლილი მასალის გამეორებით. ტრენინგის წევრებმა გავაკეთეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაციები და მოვახდინეთ მათი შეფასებები შერჩევით. ვისწავლეთ ბლოგზე ზედა ჰორიზონტალური გაჯეტების გაკეთება და შევსება, მათი წაშლა და გადაკეთება. აგრეთვე სხვადასხვა ბლოგთან დაკავშირება. ავაგეთ დიაგრამები ვორდ-ში.
დღევანდელი ტრენინგიც ისეთივე საინტერესო და ბევრის მომცემი იყო, როგორც ყველა დანარჩენი, რაც ქალბატონი ქეთევანის დამსახურებაა. მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში. დიდი მადლობა ყველაფრისთვის.  

Sunday, July 9, 2017

ტრენინგის მე-8 დღე

მეცადინეობა დავიწყეთ გავლილი მასალის გამეორებით. გადავამოწმეთ შესრულებული სასწავლო პროექტის გეგმა. შევქმენით ფასილიტაციის ნიმუში, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება პროექტზე მუშაობისას. გადავხედეთ პროექტის პორტფოლიოს და განვახორციელეთ მისი ატვირთვა ბლოგზე. ვისწავლეთ დრაივში საქაღალდის ატვირთვა, მისამართის მინიჭება და მისი გადატანა ბლოგზე.

Saturday, July 8, 2017

ტრენინგის მე-7 დღე

ტრენინგი დავიწყეთ გავლილი მასალის გამეორებით. განვიხილეთ სსსმ მოსწავლეების საჭიროებები და გავითვალისწინეთ გეგმის შედგენის დროს. დავასრულეთ პროექტის გეგმის შედგენა. 

Sunday, July 2, 2017

ტრენინგის მე-6 დღე

ტრენინგი დავიწყეთ გამეორებით. შევისწავლეთ , თუ როგორი უნდა იყოს მოსწავლის პრეზენტაცია power point-ში. გადავხედეთ პროექტის გეგმას სასწავლო პროცედურებთან დაკავშირებით და მოვიძიეთ შეფასების რუბრიკები გზამკვლევის დახმარებით.