Tuesday, July 11, 2017

ტრენინგის მე-9 დღე

ტრენინგი დავიწყეთ გავლილი მასალის გამეორებით. ტრენინგის წევრებმა გავაკეთეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაციები და მოვახდინეთ მათი შეფასებები შერჩევით. ვისწავლეთ ბლოგზე ზედა ჰორიზონტალური გაჯეტების გაკეთება და შევსება, მათი წაშლა და გადაკეთება. აგრეთვე სხვადასხვა ბლოგთან დაკავშირება. ავაგეთ დიაგრამები ვორდ-ში.
დღევანდელი ტრენინგიც ისეთივე საინტერესო და ბევრის მომცემი იყო, როგორც ყველა დანარჩენი, რაც ქალბატონი ქეთევანის დამსახურებაა. მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში. დიდი მადლობა ყველაფრისთვის.  

Sunday, July 9, 2017

ტრენინგის მე-8 დღე

მეცადინეობა დავიწყეთ გავლილი მასალის გამეორებით. გადავამოწმეთ შესრულებული სასწავლო პროექტის გეგმა. შევქმენით ფასილიტაციის ნიმუში, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება პროექტზე მუშაობისას. გადავხედეთ პროექტის პორტფოლიოს და განვახორციელეთ მისი ატვირთვა ბლოგზე. ვისწავლეთ დრაივში საქაღალდის ატვირთვა, მისამართის მინიჭება და მისი გადატანა ბლოგზე.

Saturday, July 8, 2017

ტრენინგის მე-7 დღე

ტრენინგი დავიწყეთ გავლილი მასალის გამეორებით. განვიხილეთ სსსმ მოსწავლეების საჭიროებები და გავითვალისწინეთ გეგმის შედგენის დროს. დავასრულეთ პროექტის გეგმის შედგენა. 

Sunday, July 2, 2017

ტრენინგის მე-6 დღე

ტრენინგი დავიწყეთ გამეორებით. შევისწავლეთ , თუ როგორი უნდა იყოს მოსწავლის პრეზენტაცია power point-ში. გადავხედეთ პროექტის გეგმას სასწავლო პროცედურებთან დაკავშირებით და მოვიძიეთ შეფასების რუბრიკები გზამკვლევის დახმარებით.

Sunday, June 25, 2017

ტრენინგის მე-4 დღე

ტრენინგის მე-4 დღეს მუშაობა დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით. შემდეგ განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა და დავიწყეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის მომზადება power point- ში.

Saturday, June 24, 2017

ტრენინგის მესამე დღე

                                             
ტრენინგი დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით. ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შექმნაზე. ამისათვის დავადგინეთ სტანდართი ესგ - დან, ჩამოვაყალიბეთ პროექტის მიზანი 21- ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამოყენებით და შევადგინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.



Sunday, June 11, 2017

ტრენინგის მეორე დღე

მეორე შეხვედრის დასაწყისში გავიმეორე წინა ტრენინგზე გავლილი მასალა ბლოგის შექმნასა და სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით. შემდეგ შევისწავლე ბუკლეტის დამზადება და დამოუკიდებლად დავამზადე სარეკლამო ბუკლეტი. ვისწავლე ბუკლეტში სურათის ჩასმა, ტექსტის ჩაწერა, ფონის დადება. დამზადებული ბუკლეტი შევინახე საქაღალდეში. საქაღალდე დაზიპული, გადავგზავნე ჩემს ფოსტაში. შევისწავლე ბლოგში მუშაობა რედაქტირების რეჟიმში და თარიღის დასმა.